ფეხბურთი

19:04 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დონი ვან დე ბეეკი "რეალში"

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ამსტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გასული სეზონი და ახალი სეზონი ენთუზიაზმით დავიწყეთ. ვან დე ბეეკი? მისი წასვლა ჩვენთვის დიდი დანაკარგია, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. გვინდოდა მისი შენარჩუნება, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა, როდესაც საქმეში ასეთი კალიბრის გუნდი ერთვება, ძალიან რთულია შენარჩუნება“, - თქვა ტენ ჰაგმა.

არაოფიციალური ცნობით, „სამეფო კლუბმა“ „აიაქსს“ ჰოლანდიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაუხადა.

22 წლის ვან დე ბეეკი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2015 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში კი 57 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა.

სტატისტიკა
0.273642