ფეხბურთი

18:27 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მალკომი "ზენიტის" ფეხბურთელია

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ კატალონიის „ბარსელონას“ ბრაზილიელი შემტევი მალკომი გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია რუსული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

სამხრეთ ამერიკელსა და „ზენიტს“ შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ხოლო ტრანსფერის ღირსებულებამ 45 მილიონი ევრო შეადგინა.

მალკომი „ბარსელონამ“ ერთი წლის წინ ფრანგული „ბორდოდან“ შეიძინა. 22 წლის ფეხბურთელმა კატალონელთა რიგებში 24 თამაში ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.

სტატისტიკა
0.253497