ფეხბურთი

16:52 | 29.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარმა წონაში 7 კილოგრამი მოიმატა

ედენ აზარსა და „რეალის“ ბევრ გულშემატკივარს დიდი ხნის ოცნება ამ ზაფხულს აუხდათ - ბელგიელი „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელი გახდა.

თუმცა, ამერიკულ ტურნეში ედენმა თავი დიდად ვერ გამოიჩინა და გამოჩნდა, რომ საკმაოდ ცუდ ფიზიკურ კონდიციებშიც იმყოფება. Sport-ი წერს, რომ აზარს 7 კილოგრამი აქვს წონაში მომატებული.

დეტალებს რომც არ ჩავუღრმავდეთ, ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს, რომ „ჩელსის“ ექსფეხბურთელი შვებულებიდან მართლაც დაბრუნდა წონის პრობლემით.

ზინედინ ზიდანს კი, ედენ აზარის ფორმაში შეყვანა, რაც შეიძლება მოკლე დროში მოუწევს, რადგან ახალი სეზონი კარსაა მომდგარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113122