ფეხბურთი

15:43 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "ვისელ კობე" დაამარცხა (+VIDEO)
ამხანაგური მატჩი. "ვისელ კობე" - "ბარსელონა" 0:2

კატალონიის „ბარსელონა“ იაპონიური ტურნეს ფარგლებში „ვისელ კობეს“ დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო გამარჯვება მოახერხა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა „ბლაუგრანამ“ მეორე ნახევარში მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა.

59-ე წუთზე კარლეს პერესმა მალკომთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ესპანელს გოლის გატანა არ გასჭირვებია. 86-ე წუთზე კი 21 წლის ფორვარდმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კატალონიური გრანდის მეტოქეთა რიგებში „ბარსელონას“ ლეგენდარული კაპიტანი ანდრეს ინიესტა და ასევე დავიდ ვილია თამაშობდნენ, რომლებიც 46-ე წუთზე შეცვალეს.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 4 აგვისტოს „არსენალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 11 აგვისტოს „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

თეგებიბარსელონა
0.117979