ფეხბურთი

23:49 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალის გოლი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" მალტურ "ვალეტას" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა კი შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა.

მე-19 წუთზე ლაშამ კუთხურის შემდეგ მოახერხა მეტოქის კარის აღება და საკუთარი გუნდი დააწინაურა. დარჩენილ დროში უნგრელთა იტალიელმა ლიდერმა დავიდე ლანძაფამემ დუბლი შეასრულა და "ფერენცვაროშმა" საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა მოიპოვა. მატჩის მიწურულს მალტელებმა ერთი გოლი გაქვითეს და ინტირგა დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

0.122477