ფეხბურთი

23:33 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: "სუსტი წერტილი ყველა გუნდს აქვს და ჩვენ ამის გამოყენებას ვეცდებით"

ევროპის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურა" "აბერდინს" დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ კომენტარი გააკეთა და მეტოქე შეაფასა.

ქართველი სპეციალისტის თქმით სუსტი წერტილი ყველა გუნდს აქვს და მაქსიმალურად ეცდებიან ფავორიტად შერაცხული გუნდის დამარცხებას.

„აბერდინი“ ძალიან მარალი დონის და დიდი ტრადიციების მქონე გუნდია. დაბალანსებული, მაგრამ ცხადია სუსტი წერტილები აქვს, რომლის გამოყენებას ვეცდებით. ყველაზე მეტად სტანდარტულ მდგომარეობებს ვუფრთხით, რადგან ბრიტანული გუნდია და ასეთივე სტილის ფეხბურთს თამაშობს. რატი არდაზიშვილს ტრავმა აქვს და ხვალ ვერ დაგვეხხმარება, სხვა ფეხბურთელები კი თამაშს მოახერხებენ. ვეცდებით, ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ და მიუხედავად იმისა, რომ „აბერდინი“ ფავორიტია, ფეხბურთში ყოველთვის ფავორიტები არ იმარჯვებენ“ - განაცხადა ფრუიძემ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 25 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:45 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118726