ფეხბურთი

23:03 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

აბერდინის მწვრთნელი: "ჩიხურა" ტექნიკური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული"

შოტლანდიური „აბერდინის“ მთავარმა მწვრთნელმა დერეკ მაკინესმა უეფას ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩის - საჩხერის ჩიხურასთან“ დაპირისპირებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა. შოტლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, თბილისში ძალიან ცხელა და შესაძლოა ეს მათთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

„ჩიხურას“ თამაში გავაანალიზეთ და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. გარდა ამისა, გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი და ძალიან კარგადაა ამ კუთხით მომზადებული. ცალკეულ ფეხბურთელებს კი ნამდვილად ვერ გამოვარჩევ. თბილისში ძალიან ცხელა და ეს ჩვენთვის უჩვეულოა, მაგრამ ამის გამო წუწუნს არ ვაპირებთ“ - თქვა მაკინესმა.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის „ჩიხურასა“ და „აბერდინის“ შეხვედრა 25 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113757