ფეხბურთი

14:52 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიეზამ "იუვენტუსთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა

ტურინის „იუვენტუსი“ ფედერიკო კიეზას გადაბირებით რომ გახლავთ დაინტერესებული, ძველი ამბავია. ახლა კი, იტალიური მედიის ცნობით, თავად ფეხბურთელიც საჯაროდ გამოთქვამს სურვილს იტალიის ჩემპიონს შეუერთდეს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, კიეზა ტურინელებთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებულია - 5 წლიან ხელშეკრულებაზე და სეზონში 5 მილიონ ევროზე თანახმაა.

მიუხედავად ამისა, „ფიორენტინა“ გუნდის ლიდერს ადვილად არ თმობს და ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ფედერიკო წელიწადში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

როგორც ზემოხსენებული წყარო წერს, კიეზა 23 ივლისს „იების“ პრეზიდენტ როკო კომისოს შეხვდება და გუნდიდან გაშვებას ოფიციალურად თხოვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114915