ფეხბურთი

19:45 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გია გრიგალავა: "იმ პერიოდში საქართველოს ნაკრები რუსეთზე ძლიერი იყო"

საქართველოს ნაკრებისა და ტულის „არსენალის“ მცველმა გია გრიგალავამ 2019-2020 წლების სეზონი ჩინებულად დაიწყო და რუსეთის პრემიერლიგის პირველივე ტურში მოსკოვის „დინამოს“ ეფექტური გოლი გაუტანა.

29 წლის ქართველი ფეხბურთელი Советский спорт-ს ესაუბრა და როგორც მიმდინარე მოვლენებზე, ისე წარსულზე მოუწია კომენტარის გაკეთება.

- გასულ სეზონში ერთხელ გაიტანეთ, მოსკოვის „დინამოსთან“. ახლაც სეზონი დაიწყო და „დინამოს“ გაუტანეთ. ეს დამთხვევაა?

- დიახ, ისე გამოდის, რომ მხოლოდ „დინამოსთან“ ვახერხებ გატანას და უკვე ჩემი საყვარელი გუნდი გახდა (იღიმის).

- სეზონის მიზანი უკვე შესრულებულია თუ კიდევ აპირებთ გატანას?

- ნამდვილად მინდა ამ სეზონში უფრო მეტი გოლი გავიტანო, ვიდრე გასულ სეზონში.

- რთული არ იყო შუნინის კარში გატანა? თქვენს წინ ბევრი ფეხბურთელი იდგა.

- ვიცოდი, რომ ფეხბურთელები გადაადგილდებოდნენ სხვების ასაყვანად და ამით ვისარგებლე. ზონა გაიხსნა, დავარტყი და გავიტანე.

- თქვენი გოლი პირველ ტურში საუკეთესო იყო?

- სრულიად. თუმცა, ალექსეი იონოვმაც „როსტოვის“ მაისურით „ორენბურგს“ შესანიშნავი გოლი გაუტანა.

- ბავშვობაში შეტევაში თამაშობდით საფეხბურთო სკოლაში. შემოგრჩათ თავდამსხმელის უნარები?

- ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ახლა თავდასხმაში იშვიათად მივდივარ. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ფეხბურთში მცველების შეტევაში ჩართვა აუცლებელია და გოლებსაც იტანენ.

- არაა გამორიცხული ეს სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგეს. ამისთვის საჭიროა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების გადალახვა.

- გუნდში მშვიდი გარემოა, ამაზე ჯერ არვფიქრობთ. ევროპა ლიგამდე „კრილია სოვეტოვთან“ გველოდება მნიშნველოვანი მატჩი სამარაში. 25 ივლისამდე დროა.

- მამათქვენი მორაგბე იყო და სამჯერ სსრკ-ს ჩემპიონიც გახდა. თქვენ რატომ აირჩიე თ ფეხბურთი?

- როსტოვში გადავედით საცხოვრებლად და რუსეთში ნაკლებ პოპულარულია, ვიდრე საქართველოში. ამიტომაც ფეხბურთზე შევედი და მამაჩემი მხარს მიჭერდა.

- რა იყო როსტოვში გადასვლის მიზეზი?

- პირველ რიგში მამაჩემი გადავიდა საცხოვრებლად, მერე კი მეც წამიყვანა. ისე მოხდა, რომ რუსეთში დავრჩით.

- 19 წლის ასაკში „აიაქსში“ იყავით. რომელ ვარსკვლავებთან გიწევდათ ვარჯიში?

- სიმართლე გითხრათ არ მახსოვს. იქ მხოლოდ ორი კვირა დავყავი, მაგრამ „აიაქსი“ ძალიან კარგი გუნდი იყო.

- რატომ არ გააფორმეთ კონტრაქტი?

- „აიაქსის“ მეორე გუნდში თამაში შემომთავაზეს, მაგრამ ამ დროს რუსეთის პრემიერლიგიდან ძალიან კარგი წინადადება მივიღე და „მოსკვაში“ გადავედი.

- მთავარი მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი იყო?

- დიახ.

- რა არის მისი მთავარი სამწვრთნელო საიდუმლო?

- ის ძალიან კარგი მწვრთნელია, ყოველთვის პოზიტიური. მისი მეთოდებული რუსული მეთოდებისგან ძალიან განსხვავებულია.

- ახლა „არსენალში“ იგორ ჩერევჩენკოსთან. მაგრამ ტულაში 2017 წლეს გადავხედით, მაშინ ბოჟოვიჩი იყო მწვრთნელი. ის დაგიკავშირდათ?

- არა, როდესაც ის მოვიდა, მე უკვე „არსენალის“ ფეხბურთელი ვიყავი.

- გამოდის თქვენ დაურეკეთ...

- ზუსტად (იღიმის).

- პრემიერლიგაში ლეგიონერად ითვლებით, მაგრამ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება გაქვთ...

- მართალი გითხრათ, აღარც მახსოვს. ფარერებთან ვითამაშე ერთხელ და 0:1 წავაგეთ. არადა, ძალიან გუნდი გვყავდა, ალან ძაგოევი, ალექსანდრ კოკორინი, არტიომ ძიუბა, ბევრი ძლიერი მოთამაშე თამაშობდა.

- 2011 წელს თქვენ გადაწყვიტეთ საქართველოს ნაკრებში თამაში. დიდხანს ფიქრობდით?

- მაშინვე დავთანხმდი. მივიღე შემოთავაზება ჩემი სამშობლოსთვის სახლში მეთამაშა, ჩემებთან.

- რუსეთის ნაკრები უფრო ძლიერი გუნდი იყო. არ გჯეროდათ, რომ დროთა განმავლობაში რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში დამკვიდრდებოდით?

- იცით, ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები მაშინ უფრო ძლიერი ვიდრე რუსეთის. ვგულისხმობ ცალკეულ ფეხბურთელებს, ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და კლუბებს, სადაც თამაშობდნენ.

- მიუხედავად ამისა, საქართველო დიდ საფეხბურთო ტურნირზე არ მოხვედრილა. უახლოეს ხანებში აქვს ამის შანსი?

- ნამდვილად. ევრო 2020-ზე უნდა ვითამაშოთ და ვფიქრობ, კარგი შანსი გვაქვს. მარტში გველოდება ოთხთა ფინალი და ნამდვილად შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან წინა შემოდგომაზე ერთა ლიგის ჯგუფი მოვიგეთ.

0.116072