ფეხბურთი

23:35 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის პრემიერლიგა გია გრიგალავას შესანიშნავი გოლით დაიწყო (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის 2019-2020 წლის სეზონი დღეს დაიწყო და ამ დროისთვის ერთადერთი მატჩი გაიმართა ტულის „არსენალსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის.

მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა გია გრიგალავამ, რომელმაც 84-ე წუთზე დიდებული გოლი გაიტანა. იმ დროისთვის „არსენალი“ მარცხდებოდა (0:1) და ქართველი მცველის ეფექტურმა გასროლამ მის გუნდს ქულა მოუტანა - 1:1.

აქვე გეტყვით, რომ პირველ ტურში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება 15 ივლისს, მოსკოვის „ლოკომოტივსა“ (სოლომონ კვირკველია) და ყაზანის „რუბინს“ (ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე) შორის შედგება.

0.111056