ფეხბურთი

18:05 | 15.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოვერმარსი დე ლიხტის ტრანსფერზე: "მხოლოდ საბანკო გარანტიებს ველოდებით"

ამსტერდამის „აიაქსის“ დირექტორი მარკ ოვერმარსი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მატის დე ლიხტი „იუვენტუსში“ გადადის. როგორც ოვერმარსმა Voetbal-ს უთხრა, მხოლოდ საბანკო გარანტიები დარჩა და ტრანსფერს აღარაფერი დააბრკოლებს.

„ეს ამბავი დასასრულს მიუახლოვდა, მხოლოდ საბანკო გარანტიებს ველოდებით, რადგან „აიაქსი“ ასეთ საკითხებს ყოველთვის სერიოზულად უდგება. თუმცა, არმგონია, რომ ხანგრძლივი ლოდინი დაგვჭირდეს, რადგან იტალიელები ამ საკითხთან ყოველთვის კარგად მუშაობენ“, - თქვა ოვერმარსმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს Mundo Deportivo-მ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც ხოსეპ ბართომეუ დე ლიხტს დაუკავშირდა, თუმცა, როგორც ჩანს, კატალონელებმა დააგვიანეს.

ამასობაში 19 წლის ფეხბურთელს დღეს ტურინში ელოდებიან, ხოლო ხვალ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

სტატისტიკა
0.234836