ფეხბურთი

17:59 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" მანოლასს კონტრაქტი გაუფორმა

იტალიურმა „ნაპოლიმ“ კოსტას მანოლასის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ბერძენმა მცველმა დღეს სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნეაპოლელებს მანოლასის ტრანსფერი 36 მილიონი ევრო დაუჯდათ და „რომას“ საბანკო ანგარიში ხსენებული თანხით შეივსო.

მანოლასი „რომაში“ 2014 წლიდან თამაშობდა და 206 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მანამდე კი სამშობლოში, აეკ-ისა და „ოლიმპიაკოსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123646