ფეხბურთი

19:33 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე სამხრეთ ამერიკაში პირველია

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კოპა ამერიკის მოგების შემდეგ უნიკალური მიღწევით მიღწევით გამოირჩა. 58 წლის სპეციალისტი პირველი მწვრთნელია, რომელმაც კოპა ამერიკა, კოპა ლიბერტადორესი და სუდამერიკანა მოიგო.

სუდამერიკანა ტიტემ 2008 წელს „ინტერნასიონალთან“ ერთად მოიგო, ხოლო ლიბერტადორესის თასს 2012 წელს „კორინთიანსის“ თავკაცის რანგში დაეუფლა. აქვე გეტყვით, რომ ლიბერტადორესის თასი სამხრეთ ამერიკაში ევროპული ჩემპიონთა ლიგის ანალოგია, ხოო სუდამერიკანა - ევროპა ლიგა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში პერუ 3:1 დაამარცხა და ამ ტიტულს მეცხრედ დაეუფლა.

0.120188