ფეხბურთი

17:50 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგიდან ჩინეთში

ლონდონის „ვესტ ჰემიდან“ „შანხაი SIPG”-ში - ასეთი ნაბიჯი გადადგა მარკო არნაუტოვიჩმა. ავსტრიელი ფეხბურთელიც ამიერიდან სწორედ ჩინეთის სუპერლიგაში ითამაშებს.

აღნიშნული ინფორმაცია „ვესტე ჰემის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. განცხადებაში ფინანსურ მხარეზე არაფერია ნახსენები, მაგრამ არაოფიციალური ცნობით, „ჩაქუჩებმა“ 25 მილიონი ევრო მიიღეს. თავად ავსტრიელის გასამრჯელო კი უცნობია.

მარკო არნაუტოვიჩი „ვესტ ჰემში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 65 მატჩში 22 გოლი გაიტანა. მანამდე 30 წლის ფეხბურთელს „ტვენტეში“, „ინტერში“, „ვერდერსა“ და „სტოკ სიტიში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110271