ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილის შვედეთის ეროვნულმა ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც ინგლისი 2:1 დაამარცხა. გოლები გამარჯვებულთაგან კოსოვარე ასლანიმ (11) და სოფია იაკობსონმა (22) გაიტანეს. ინგლისელთაგან ერთი გოლის გაქვითვა 31-ე წუთზე ფრანჩესკა კირბიმ მოახერხა.
შვედეთმა მესამედ მოახერხა ბრინჯაოს მედლების დასაკუთრება. ინგლისს კი ზედიზედ მეორედ შეეძლო მესამე ადგილი დაეკავა. ფინალში მსოფლიოს ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში არცერთი გუნდი ყოფილა. დღეს კი გადამწყვეტ მატჩში აშშ ჰოლანდიას დაუპირისპირდება და შეეცდება მეოთხედ გახდეს ჩემპიონი, ხოლო ჰოლანდიამ ფინალში გასვლით უკვე დიდ წარმატებას მიაღწია და მორიგი სენსაციის მოლოდინშია.