ფეხბურთი

0:51 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" ესპანელი მცველი დაიმატა

„მანჩესტერ სიტიმ“ ჰოლანდიური პსვ ეინდჰოვენიდან მარცხენა მცველი ანხელინო დაიბრუნა. როგორც „ქალაქელების“ ვებგვერდი იტყობინება, ესპანელ ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ანხელინო „სიტის“ აკადემიაში ჯერ კიდევ 2013 წელს მოხვდა, ხოლო 2014 წლიდან იჯარით „ნიუ-იორკ სიტიში“, „ჟირონაში“, „მალიორკასა“ და „ბრედაში“ ირჯებოდა.

გასული სეზონი ახალგაზრდა ესპანელმა პსვ ეინდჰოვენში გაატარა, რომლის რიგებშიც 34 თამაში ჩაატარა.

0.116374