ფეხბურთი

21:40 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"შერიფის" კაპიტანი: "ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი მეტოქე არ არსებობს"

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ ერთი კვირის თავზე მოლდოვის ჩემპიონ „შერიფს“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება.

ტირასპოლელთა კაპიტნის, იური კენდიშის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი მეტოქე არ არსებობს და მოწინააღმდეგეს სრული სერიოზულობით უყურებენ. მიუხედავად ამისა, კენდიში აღნიშნავს, რომ გუნდი ამ თამაშისთვის განსაკუთრებული მეთოდებით არ ემზადება.

„ჩვენ არ გვაქვს ისეთი უნთუზიაზმი, როგორც გულშემატკივრებს. ჩვეულებრივად ვემზადებით ამ შეხვედრისთვის. ეს თამაში უბრალოდ უნდა მოვიგოთ, მეტი არაფერი. კარგ კონდიციებში ვართ და ვფიქრობთ, ამას მოვახერხებთ. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი მეტოქე არ არსებობს და მეტოქეს სერიოზულად ვეკიდებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ“, - კენდიშმა.

შეგახსენებთ, რომ „შერიფისა“ და „საბურთალოს“ პირველი მატჩი 10 ივლისს, მოლდოვაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117698