ფეხბურთი

20:46 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის წინ "ტორპედო" ლიდერებმა დატოვეს

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები ტოვებენ. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კლუბიდან ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქიმაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, ამბროსი ჩაჩუა და რიჩარდ ლუკა წავიდნენ.

ეს კი, იმ მწვავე ფინანსური პრობლემებითაა გამოწვეული, რომელიც „ტორპედოში“ უკვე კარგა ხანია დგას და საშველი არსაიდან ჩანს. გეგეჭკორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს, ხოლო გიგაური აზერბაიჯანულ "გაბალას" შეუერთდება. დანარჩენი ფეხბურთელების ბედი ამ ეტაპზე უცნობია.

ამასობაში კი, შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ ორ კვირაში ევროპა ლიგაზე ყაზახურ „ორდაბასთან“ მოუწევს თამაში და როგორც ჩანს, ძალზე შესუსტებული შემადგენლობით.

0.151051