ლუის ჰამილტონმა საფრანგეთის დიდი პრიზის პოულ პოზიცია მოიპოვა, პოლ რიკარის ტრეკის რეკორდული დრო დააფიქსირა და თანაგუნდელ ვალტერი ბოტასთან ერთად, რომელსაც 0.286 წამით აჯობა, ხვალ „მერსედესისთვის“ ზედიზედ მეათე (მათ შორის, 7 ამ სეზონში) გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ბრიტანლის დრო წუთი და 28.319 წამია, რითაც მან სეზონში მესამე, კარიერაში კი 86-ე პოულ პოზიცია მოიპოვა. მესამე პოზიციას „ფერარის“ შარლ ლეკლერი დაიკავებს, რომლის თანაგუნდელი სებასტიან ფეტელიც მხოლოდ მეშვიდე დროს დასჯერდა. მესამე რიგში ლეკლერთან ერთად, „მაკლარენის“ დებიუტანტი ლანდო ნორისი დადგება, რომელმაც კვალიფიკაცია მეხუთე საუკეთესო დროით დაასრულა.
ნარბოლევს ბოტასმა განაცხადა, რომ მისი ბოლო ცდის დროს, ქარმა მიმართულება შეიცვალა, რამაც საქმე გაურთულა. შეგახსენებთ, რომ 7 ეტაპის შემდეგ, ის ჰამილტონს 29 ქულით ჩამორჩება.
ფეტელმა თავის პირველ ცდაზე შეცდმ დაუშვა და ის ბოლომდე აღარ მიიყვანა. ამის გამო, მეორე ცდაზე არ გაურისკავს და შედეგიც შესაბამისი მიიღო. ბოლოს კი განაცხადა, უწინდელივით ჩაჭიდებას ვერ ვგრძნობდიო. მან ლეკლერთან თიტქმის 0.8 წამი წააგო.
საფრანგეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:28.319
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:28.605 0.286
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:28.965 0.646
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:29.409 1.090
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:29.418 1.099
- კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:29.522 1.203
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:29.799 1.480
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:29.918 1.599
- პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:30.184 1.865
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:33.420 5.101
- ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:30.461 2.142
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:30.533 2.214
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:30.544 2.225
- სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:30.738 2.419
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:31.440 3.121
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:31.626 3.307
- ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:31.726 3.407
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:32.789 4.470
- რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:33.205 4.886
- დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:31.564 3.245