ფეხბურთი

17:44 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკომ "სამპდორია" ჩაიბარა

იტალიის სერია A-ს ბინადარ გენუის „სამპდორიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ეუსებიო დი ფრანჩესკო. როგორც ლიგურიული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

49 წლის სპეციალისტმა მარკო ჯამპაოლო შეცვალა, რომელიც სამუშაოდ „მილანში“ წავიდა.

რაც შეეხება დი ფრანჩესკოს, აქამდე „ვირტუს ლანჩანოს“, „პესკარას“, „ლეჩეს“, „სასუოლოსა“ და „რომას“ წვრთნიდა. ყველაზე დიდ წარმატებას „ჯალოროსის“ თავკაცის რანგში მიაღწია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.

0.100275