ფეხბურთი

14:58 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიში" ლეგენდები ბრუნდებიან

ლონდონის „ჩელსის“ დამდეგი სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. The Sun-ის ცნობით, „არისტოკრატებმა“ მაურიციო სარის შენარჩუნება ბოლო მომენტამდე სცადეს, მაგრამ იტალიელ მწვრთნელს სამშობლოში დაბრუნება უნდა.

მართალია, მხარეებს თანამშრომლობა ჯერ არ შეუწყვიტავთ, მაგრამ ხსენებული ტაბლოიდის ინფორმაციით, ეს უახლოეს ხანებში მოხდება.

სარის მემკვიდრედ კი, ფრენკ ლამპარდი სახელდება. „ჩელსის“ ლეგენდა, რომელმაც გასული სეზონი „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა და ჩემპიონშიფის ფინალში გაიყვანა.

საინტერესოა, რომ ლამპარდის სამწვრთნელო შტაბში დიდიე დროგბა დასაქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონელებს კიდევ ერთი ლეგენდარული ფიგურა დაუბრუნდებათ. თავის მხრივ, ჯონ ტერის დაბრუნება ამ ეტაპზე გამორიცხულია, რომელიც „ასტონ ვილაში“ მუშაობს, ხოლო ჯანფრანკო ძოლას ლონდონელთა დატოვება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111943