ფეხბურთი

18:30 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი: "ბუფონისთვის "პორტუს" ვარიანტი დამაინტრიგებელია

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ახალი შეთავაზებების განხილვაშია და გადაწყვეტილებას უახლოეს ხანებში მიიღებს. O Jogo-ს ინფორმაციით, ჯიჯის მიმართ ინტერესს „პორტუ“ იჩენს.

როგორც ჩანს, „დრაკონებს“ იკერ კასილიასის ჩანაცვლება იტალიელი კიპერით სურთ. ბუფონის აგენტი კი, პორტუგალიურ ვარიანტს არ გამორიცხავს.

„კონკრეტულია არაფერია, „პორტუსთან“ პირდაპირი კონტაქტი არ გვქონია, მაგრამ „პორტუში“, „პორტუგალიაში თამაში ბუფონისთვის დამაინტრიგებელია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ დიდი ისტორიის მქონე გუნდზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს.

„პორტუ“ დიდი გუნდია, სადაც თავის ძველ მეგობარს, სერჟიუ კონსეისაუსაც შეხვდება“, - თქვა მარტინამ.

ბუფონს „პორტუს“ გარდა, იტალიურ გუნდებსაც უკავშირებენ. კონსეისაუსთან ერთად კი 41 წლის მეკარე თავის დროზე „პარმაში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117776