ფეხბურთი

19:24 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "დანიის ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა დანიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით მეტოქე გუნდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

"დანიის ეროვნული ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. საკვალიფიკაციო ეტაპზე ისეთი სტარტი არ გამოუვიდათ როგორსაც ელოდნენ, ორი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვთ.

რაც შეეხება ჩვენს განწყობას, საწყის ორ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ, საკუთარ მოედანზე გიბრალტარი დავამარცხეთ და კარგი თამაში ვაჩვენეთ. გიბრალტარი არც თუ ისე ძლიერი ნაკრებია, მაგრამ მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდში კარგი განწყობაა, დანიის ეროვნული ნაკრები დაუმარცხებელი გუნდი არაა, ჩვენ გარკვეული შანსები გვექნება და იმედი მაქვს დადებით შედეგს ვაჩვენებთ", - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დანიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143604