ბაქოს XV ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზატორთა თქმით, მულტისპორტული ღონისძიების გახსნისა და დახურვის ცერემონიების, ასევე შეჯიბრებების პირდაპირი ტრანსლაციების ხილვა შესაძლებელი იქნება უფასოდ.
ბაქო-2019-ის ცნობით, ტრანსლაციები ხელმისაწვდომი იქნება ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე (https://eyofbaku2019.com/).
XV ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 21-27 ივლისს ბაქო უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებს 50 ქვეყნის დაახლოებით 3600 სპორტსმენი. 14-დან 18 წლამდე ათლეტები სპორტის 10 სახეობაში (მძლეოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, კალათბურთი, ველოსპორტი, ხელბურთი, ძიუდო, ცურვა, ჩოგბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა) გაითამაშებენ მედლებს.
www.geonoc.org.ge