ფეხბურთი

19:15 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მონტენეგროს სერბი მწვრთნელი, რომელმაც კოსოვოსთან გუნდის გაწვრთნაზე უარი თქვა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

მონტენეგროს ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა და ამის მიზეზი კოსოვოსთან მატჩი გახდა. საქმე წარუმატებელ შედეგში, არამედ პოლიტიკურ სპეკულაციებშია.

ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე მონტენეგრო კოსოვოს (1:1) გუშინ დაუპირისპირდა და მასპინძელთა სერბმა მთავარმა მწვრთნელმა ლიუბისა ტუმბაკოვიჩმა ამ შეხვედრაში სათადარიგო სკამზე დაჯდომა იუარა.

მოგეხსენებათ, სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა - სერბეთი მონტენეგროსგან განსხვავებით კოსოვოს დამოუკიდებლობას ყოველთვის ეწინააღმდეგობდა.

საბოლოოდ კი, მონტენეგროს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო და მომხდარი ინციდენტის გამო ტუმბაკოვიჩს პოსტი დაატოვებინა.

„ფედერაციამ ტუმბაკოვიჩის პოსტიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზი კოსოვოსთან მატჩში გუნდის გაძღოლაზე უარი გახდა, რომელიც უსიამოვნო სიურპრიზი იყო და პროფესიული ვალდებულებების დარღვევაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06755