ფეხბურთი

18:00 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

10, 7 თუ 17 - აზარს "რეალში" ნომრის პრობლემა აქვს

ედენ აზარის მადრიდის „რეალში“ გადასვლის საკითხი გადაწყვეტილია და მისი გაოფიციალურება მხოლოდ დროის საკითხია.

თუმცა, ბელგიელს „სამეფო კლუბში“ ერთი პატარა პრობლემა აქვს - ნომერი. Marca-ს ცნობით, აზარს 10 ნომრის მორგება სურს, მაგრამ ამჟამად ლუკა მოდრიჩის საკუთრებაშია და ბუნებრივია „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელისთვის ნომრის შეცვლა მადრიდელთა გეგმის ნაწილი არაა.

მეორე ვარიანტი და უფრო რეალური გახლვათ 7 ნომერი, რომელიც „რეალისთვის“ ისტორიულია, ბოლო ის კრიშტიანუ რონალდუს, იქამდე კი რაულს ემოსა. მაგრამ ახლა მარიანო დიასის კუთვნილებაშია, რომელსაც მადრიდში დარჩენა განუზრახავს.

თავისუფალი კი მხოლოდ 16 ნომერია (იქამდე, სანამ „რეალს“ რომელიმე მოთამაშე დატოვებს). არც ისაა გამორიცხული, რომ ედენმა 17-ნომრიანი მაისური მოირგოს, რომელიც ლონდონის „ჩელსიში“ პირველ სეზონში ჰქონდა.

0.116917