ფეხბურთი

0:11 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შედეგიანი აპელაცია: "პალერმო" სერია C-ში გავარდნას გადაურჩა

იტალიურმა „პალერმომ“ სერია B-ში ადგილი შეინარჩუნა. მოგეხსენებათ, სიცილიური გუნდი რამდენიმე დღის წინ სერია C-ში ფინანსების გაყალბებისთვის დააქვეითეს, მაგრამ აპელაციამ შედეგი გამოიღო.

იტალიურმა გუნდმა ხსენებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელმაც დადებითი შედეგი გამოიღო. განახლებული გადაწყვეტილების თანახმად, „პალერმოს“ 20 ქულა ჩამოაკლდა და სერია B-ს 2018-2019 წლების სეზონი მე-11 ადგილზე 43 ქულით დაასრულა (ისე კი, 63 ქულით დაასრულა სეზონი) და შესაბამისად, გავარდნა თავიდან აირიდა.

„პალერმოს“ სასჯელის გაუქმება სხვა გუნდებსაც შეეხოთ. საქმე ისაა, რომ სერია C-ში გავარდა „ფოჯა“, რომელიც სიცილიელთა დაქვეითების შემდეგ ადგილს ინარჩუნებდა, მაგრამ ვინაიდან ახლა ეს ადგილი ისევ გათავისუფლდა, მომდევნო სეზონში რანგით მესამე დივიზიონში მოუწევს თამაში.

გარდა ამისა, სერია B-ს პლეი-აუტში „სალერნიტანა“ და „ვენეცია“ გაეჯიბრებიან ერთმანეთს და დამარცხებული სერია C-ში გავარდება.

0.11648