ფეხბურთი

17:37 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი "იუვენტუსში"?

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდეს. As-ის ინფორმაციით, 33 წლის ესპანელი მადრიდში რთულ პერიოდს განიცდის და ზაფხულში გუნდის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს.

რაც ნიშანდობლივია, რამოსს ბოლო დროს ურთიერთობა გაუფუჭდა ფლორენტინო პერესთანაც. სერხიოს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

რაც შეეხება „იუვენტუსის“ ვარიანტს, კრიშტიანუ რონალდუ მთავარი მოტივია ესპანელის იტალიაში შესაძლო გადაბარგებს. ჯერჯერობით მადრიდული გამოცემა სხვა კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოს „რეალს“ 2005 წლის ზაფხულში „სევილიადან“ შეუერთდა და მას მერე „ბლანკოსის“ ერთგულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111817