სხვა

13:34 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ დადებითი ბალანსი გაინაღდა (+VIDEO)

ნაცუ ბაშოს მე-13საშეჯიბრო დღეს თეიმურაზ ჯუღელმა დადებითი ბალანსის განაღდება მოახერხა. გაგამარუს შოკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტის მეტოქე ჯურიოს მე-10 ნომერი ტობიზარუ იყო და ჩვენებურმა მისი ბარიერი ადვილად დასძლია და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-5 დაპირისპირება იყო და ჩვენებურმა მის წინააღმდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. თავად ტობიზარუსაც მიმდინარე ბალანსზე 8 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე კი ჯურიოს მე-5 ნომერი ცურუგიშო იქნება, რომელთანაც ჯუღელს აქამდე ცხრა ბრძოლა აქვს გამართული და აქიდან 4 მოიგო, 5 კი წააგო და ხვალ ამ მხრივ ბალანსის გათანაბრების საშუალება მიეცემა.

რაც შეეხება ლიდერებს: მაისის ბაშოს კვლავ ტაკაგენჯი ლიდერობს, რომელსაც ჩემპიონობა თითქმის განაღდებული აქვს. ჯურიოს მე-2 ნომერი ჩიონოუმს დაუპირისპირდა და მას ოირიკირის ილეთით სძლია. მისი ხვალინდელი მეტოქე კი დაიშომარუ იქნება.

10 მოგება და 3 მარცხი აქვს კოტოიუკს, რომელმაც მიჯრით მე-6 დაპირისპირება იროდორთან ცუკიდაშით მოიგო. მისი მომდევნო მეტოქე კი სეიროა, რომელთანაც აქამდე 7 შეხვედრა აქვს გამართული და აქიდან 5 მოიგო, ორში კი დამარცხდა.

გაგამარუს მსგავსად 8:5-ზე ბალანსი კი ორ მონაწილეს: კარიბაიამას და ტობიზარუს შემორჩა.

0.154082