ფეხბურთი

22:27 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" შკრინიარს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

მილანის „ინტერმა“ მილან შკრინიარს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, სლოვაკი მცველი „სან სიროზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება:

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ მაისურს ისევ მოვირგებ. ახლა მინდა ხარისხობრივი ნახტომი გავაკეთო, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ერთი მოგება გვაშორებს და შემდეგ უფრო მაღალ მიზნებზე უნდა ვიფიქროთ. გოლი? ამ სეზონში არ გამიტანია და მეც ველოდები. ამისთვის ორი თამაში კიდევ მაქვს“, - თქვა შკრინიარმა.

24 წლის მილან შკრინიარი „ინტერმა“ 2017 წელს გენუის „სამპდორიადან“ შეუერთდა და დღემდე ჩატარებულ 80 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

Loading...
სტატისტიკა
0.259583