ფეხბურთი

17:55 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" მარცხი ჩვენთვის არაფერს ცვლის"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან „ბარსელონას“ წაგებას გამოეხმაურა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, „ბლაუგრანას“ წარუმატებლობა, „რეალისთვის“ არაფერს ცვლის.

„ის ფაქტი, რომ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდა, „რეალისთვის“ სეზონს უკეთესს არ ხდის. ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება ვალვერდეს მისამართით კრიტიკას, არამგონია ეს სამართლიანი იყოს. აქამდე თავის სამუშაოს ფენომენალურად ასრულებს და რაც მან გააკეთა, ეჭვს არ უნდა იწვევდეს“, - თქვა ზინდანმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „რეალმა“ ერთი ტიტული მოიგო (მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი), ხოლო „ბარსელონამ“ ორი (ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონატი), ხოლო კიდევ ერთის მოგების შანსი 25 მაისს ექნება (ესპანეთის თასი).

სტატისტიკა
0.267804