ფეხბურთი

15:40 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი დასაჯეს (+VIDEO)

ამერიკული MLS-ის სადისციპლინო კომიტეტმა ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ამის მიზეზი სიმულაცია გახდა, რომელსაც იბრამ „კოლამბუსთან“ შეხვედრაში მიმართა. ზლატანი აღნიშნული თამაშის 23-ე წუთზე საჯარიმოში დაეცა, მაგრამ მის წინააღმდეგ მეტოქეს თამაშის წესი არ დაურღვევია და ეს შვედ ლეგენდას არ აპატიეს.

საინტერესოა, რომ იბრაჰიმოვიჩმა სიმულაციას უკვე მესამედ მიმართა და მისი დასჯაც ამიტომ გადაწყვიტეს. მიმდინარე სეზონში 37 წლის ფეხბურთელმა 9 თამაშში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123109