ფეხბურთი

16:33 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" დემირბაი გაიფორმა

ლევერკუზენის „ბაიერმა“ „ჰოფენჰაიმის“ ნახევარმცველი კერემ დემირბაი გაიფორმა. როგორც „ფარმაცევტთა“ ვებგვერდი იტყობინება, გერმანელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

„ბაიერი“ ყოველთვის შემტევი სტილის ფეხბურთს თამაშობდა და ეს შეესაბამება ჩემს სათამაშო სტილს. ნამდვილად დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გავხდები“, - თქვა 25 წლის ფეხბურთელმა.

დემირბაი „ჰოფენჰაიმში“ 2016 წელს „ჰამბურგიდან“ 1.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ახლა კი, „სოფლელებმა“ მის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო მიიღეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111048