ფეხბურთი

18:50 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა და დრაქსლერმა გასახდელში იჩხუბეს

„პარი სენ ჟერმენის“ გასახდელში ახალი პრობლემებია. ფრანგული მედიის ცნობით, „მონპელიესთან“ წაგების შემდეგ პარიზელთა გასახდელში ნეიმარი და იულიან დრაქსლერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

გერმანელმა ბრაზილიელი გადაჭარბებულ ინდივიდუალიზმში დაადანაშაულა: „პასს არასდროს აკეთებ“, - უთქვამს დრაქსლერს ნეიმარისთვის.

Le Parisien-ის ინფორმაციით ბრაზილიელმა კრიტიკა არ მიიღო და დრაქსლერს უპასუხა: კი მაგრამ, ასე ვინ მელაპარაკება? შენ პასს მხოლოდ უკან აკეთებ“.

კონფლიქტში მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი და სპორტული დირექტორი ჩაერივნენ და ფეხბურთელებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ხელი შეუშალეს. პსჟ გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა და ამ ყველაფერს მოგონილი ამბავი უწოდა.

სტატისტიკა
0.22082