ფეხბურთი

0:53 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტის რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელი მატის დე ლიხტი ისტორიის დაწერას აგრძელებს. ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

„ტოტენჰემთან“ მატჩში დე ლიხტმა თავისი გუნდი მოედანზე 19 წლისა და 261 დღის ასაკში გაიყვანა და სესკ ფაბრეგასის 2009 წელს დამყარებული რეკორდი დაამხოლო.

ჩემპიონთა ლიგის ხუთი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი ნახევარფინალურ სტადიაზე ასეთია:

მატის დე ლიხტი - 19 წელი და 261 დღე (2019 წელი, „აიაქსი“)

სესკ ფაბრეგასი - 21 წელი და 369 დღე (2009 წელი, „არსენალი“)

რიო ფერდინანდი - 22 წელი და 176 დღე (2001 წელი, „ლიდსი“)

ჯონ ტერი - 23 წელი და 150 დღე (2004 წელი, „ჩელსი“)

სტივენ ჯერარდი - 24 წელი და 332 დღე (2005 წელი, „ლივერპული“)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112582