ფეხბურთი

12:53 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" თვალი ფეკირს დაადგა

იტალიის ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ კაპიტან ნაბილ ფეკირს ეპატიჟება. L’Equipe-ს ცნობით, იტალიური გრანდი ზაფხულში ნახევარდაცვის პოზიციის გაძლიერებას აპირებს და ფეკირიც ამისთვის შეიგულა.

„ლიონის“ პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს. ფეკირს „ლომებთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და თუ ფრანგები დამდეგ ზაფხულს არ გაასხვისებენ, გამოდის, რომ შემდეგ მის სანაცვლოდ თანხას საერთოდ ვერ მიიღებენ.

მიმდინარე სეზონში ნაბილ ფეკირმა ყველა ტურნირის ჩათვლით მეტოქეთა კარში 12 გოლი გაიტანა.

Loading...
სტატისტიკა
0.280152