ფეხბურთი

15:50 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი "რეალში" დაბრუნდება

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ზაფხულში მადრიდის „რეალში“ დაბრუნდება. Kicker-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერში“ კოლუმბიელის გარჯით უკმაყოფილონი არიან და მის გამოსყიდვას არ აპირებენ.

„მიუნხენურ გიგანტს“ ხამესის გამოსასყიდად 35 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, მაგრამ გერმანული გუნდის ბოსები მიიჩნევენ, რომ ეს მიზანშეწონილი არ იქნება. ამრიგად, სამხრეთ ამერიკელი შემტევი ესპანეთში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი „რეალმა“ „ბაიერნში“ 2017 წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით გაასხვისა და მხარეებს შორის ხელშეკრულება 2021 წლამდე იწურება.

არაა გამორიცხული, რომ დაბრუნება დროებითი გამოდგეს და „სამეფო კლუბმა“ 27 წლის ფეხბურთელი მაინც გაყიდოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136336