ფეხბურთი

14:26 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" პოგბასა და აზარის შეძენაში დარწმუნებულია

მადრიდის „რეალი“ ედენ აზარისა და პოლ პოგბას შეძენაში დარწმუნებულია. აღნიშნულ ცნობას Sky Sports-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, „ბლანკოსი“ დამდეგ ზაფხულს შემადგენლობის გაძლიერებას და გადახალისებას აპირებს და მათ შორის, მთავარი სამიზნეები სწორედ ფრანგი და ბელგიელი ფეხბურთელები არიან.

პოგბამ უკვე გააცხადა, რომ „მანჩესტერის“ დატოვება სურს, ხოლო აზარი „ჩელსისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც 2020 წელს ეწურება, უარს ამბობს, რაც ტრანსფერს მეტ დამაჯერებლობას სძენს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალი“ მზადაა აზარს სეზონში 24 მილიონი ევრო, ხოლო „ჩელსის“ 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

რაც შეეხება პოგბას, მისი ფასიც დაახლოებით 100 მილიონის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მადრიდელთა კონკურენტი ტურინის „იუვენტუსი“ იქნება, რომელიც ასევე დაინტერესებულია ფეხბურთელის გადაბირებით.

Loading...
სტატისტიკა
0.279514