ფეხბურთი

19:42 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავი" კილასონიამ ჩაიბარა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბინადარ „რუსთავს“ ამიერიდან ვარლამ კილასონია გაწვრთნის. ამის შესახებ ქვემო ქართლური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

კილასონია „რუსთავს“ აქამდეც არაერთხელ ედგა სათავეში, ხოლო ბოლო პერიოდში ამავე გუნდში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამას ხელმძღვანელობდა.

გამოცდილმა სპეციალისტმა ბადრი კვარაცხელია ჩაანაცვლა, რომელმაც პოსტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავმა“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო, პირველი წრე მოუგებლად განვლო და 3 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფება.

0.104374