ფეხბურთი

15:19 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა (+VIDEO)

კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა. უკრაინული კლუბი ამხანაგურ შეხვედრაში პოლტავის „ვორსკლას” დაუპირისპირდა და მატჩი კიეველებმა 5:0 მოიგეს, რაშიც წიტაიშვილმა თავისი წვლილი შეიტანა.

უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 45 წუთი გაატარა. 18 წლის ფეხბურთლმა 27-ე წუთზე ეფექტური დარტყმით პოლტაველთა კარში გოლის გატანა მოახერხა.

35-ე წუთზე კი საგოლე პასიც მიითვალა. აღსანისნავია ისიც, რომ „ვორსკლას” შემადგენლობაში ორი ქართველი - სანდრო კობახიძე და ანდრო გიორგაძე თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144807