ფეხბურთი

18:56 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის 1/8 ფინალში დაწყვილდნენ

დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და შესაბამისად, ყველა წყვილი ცნობილია.

წინა გათამაშების ფინალისტები, „ტორპედო“ და „გაგრა“ ამჯერად 1/8 ფინალში გაარკვევენ გამარჯვებულს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ „სამტრედიას“ გაეჯიბრება, ხოლო „დინამო თბილისი“ თბილისის „მერანს“.

„თელავი“ – „ლოკომოტივი“

„სამტრედია“ – „საბურთალო“

„მერანი“ (მარტვილი) – „გურია“

„რუსთავი“ – „სიონი“

„თბილისი სითი“ – „ზუგდიდი“

„მერანი“ (თბილისი) – „დინამო თბილისი“

„გარეჯი“ – „სპაერი“

„გაგრა“ – „ტორპედო“

მერვედფინალური ეტაპის მატჩები 18-19 ივნისს გაიმართება და მეოთხედფინალისტების ვინაობა ერთი მატჩის შედეგით გაირკვევა.

0.113679