ფეხბურთი

17:30 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს "კადისი" ეპატიჟება: "მოდი ჩვენთან"

ესპანური „კადისი“ კრიშტიანუ რონალდუს ეპატიჟება. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით, მაგრამ მოკრძალებული კლუბის ტვიტერი წერს:

„სალამი კრიშტიანუ. „აიაქსთან მარცხით დამწუხრებული არ უნდა იყო, მოდი „კადისში“. რამდენიმე წელიწადში ვიბრძოლებთ“.

შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ამსტერდამის „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. რონალდუ კი ნახევარფინალს მიღმა 2010 წლის შემდეგ პირველად დარჩა. მაშინ, როდესაც „რეალში“ პირველი სეზონი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111158