ფეხბურთი

18:59 | 16.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის "შავი სია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გადაწყვეტილება მიიღო იმ ფეხბურთელთა შესახებ, რომლებმაც „სანტიაგო ბერნაბეუ“ სეზონის ბოლოს უნდა დატოვონ.

მართალია, სიაში მყოფი გვარები საჯაროდ არ დასახელებულა, მაგრამ As-ი დარწმუნებულია, რომ პირველი „შავ სიაში“ გარეთ ბეილი წერია. უელსელის გარდა „ზიზუ“ მზადაა მარიანო დიასს, დანი სებალიოსს, მარკოს ლორენტესა და ბრაიმ დიასსაც შეელიოს.

გარდა ახსენებული ხუთეულისა, დიდი შანსია, რომ ეს სია გაიზარდოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ზაფხულში „ბლანკოსი“ როგორ სატრანსფერო კამპანიას აწარმოებს.

0.110153