ფეხბურთი

18:39 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი: "მინდა რონალდუს დონეს მივაღწიო"

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჰოლანდიელის განცხადებით, მეტოქე ფავორიტია, მაგრამ „აიაქსი“ მომდევნო ეტაპზე გასვლას ეცდება.

„იუვენტუსი“ უფრო ძლიერია, ვიდრე „რეალი“. მადრიდელებს დიდებული გუნდი ჰყავთ, მაგრამ წელს არ იყვნენ ისეთ ფორმაში, როგორც გასულ წლებში.

„იუვენტუსი“ ეჭვგარეშეა, რომ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და ჩვენთვის მასთან კონკურენცია სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ გვჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა და კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.

მინდა კრიშტიანუ რონალდუს კიდევ შევხვდე. საოცარი ფეხბურთელია და მსურს ასეთივე ფეხბურთელი გავხდე“, - განაცხადა დე იონგმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113282