ფეხბურთი

19:15 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ფორმატი შეიცვლება

ჩემპიონთა ლიგა რეფორმისთვის მზად არის. L’Equipe-ცნობით, ევროპული საფეხბურთო კლუბების ასოციაცია და უეფა მზად არიან შეთანხმებისთვის. შედეგად, 2024 წლიდან ევროპის განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.

კერძოდ, ტურნირში ისევ 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ 8 ოთხგუნდიანი ჯგუფის ნაცვლად 4 რვაგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, საიდანაც პლეი-ოფში თითო ქვეჯგუფიდნა 4-4 საუკეთესო გავა. საინტერესოა, რომ ჯგუფურ ეტაპზე გუნდები 14 მატჩს ჩაატარებენ (სახლი-გასვლის პრინციპით).

შემდგომ კი ტურნირი ჩვეულად, მერვედფინალური ეტაპიდან გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ მერვედფინალში გასული ყველა გუნდი ავტომატურად კვალიფიცირდება მომდევნო გათამაშებაში.

ნიშნადობლივია, კიდევ ერთი გარემოებაც: ჯგუფებში მეხუთე ადგილზე გასული გუნდებიც მიიღებენ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების საგზურებს, ხოლო მეექვსე-მეშვიდე ადგილოსნები პლეი-ოფში ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ. მერვე ადგილოსნები კი პირდაპირ მიიღებენ რანგით მეორე ევროტურნირზე თამაშის უფლებას.

ამ გზით, 32-დან 24 გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მომდევნო გათამაშებაში ავტომატურად მოიპოვებს მიუხედავად იმისა, როგორ შედეგს აჩვენებენ თავიანთ ჩემპიონატებში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090252