ფეხბურთი

20:40 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "შეიძლება არსებობდეს მესის განეიტრალების გეგმა?"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა კატალონიის „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, ლიონელ მესის შესაჩერებლად გეგმა შემუშავებული არ აქვს, რადგან ასეთი გეგმა უბრალოდ არ არსებობს.

„ყველა თამაში მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, მათ შორის, როდესაც „ბარსელონას“ ეთამაშები. ვიცით, რომ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, ეს პსჟ-სთან საშინაო მატჩში ვერ შევძელით. თუმცა, საპასუხო შეხვედრაში დავიბრუნეთ საკუთარი და გულშემატკივრების ნდობა.

ლიონელ მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. მისი შეჩერება რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. გეგმა? შეიძლება არსებობდეს გეგმა, რითაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს შეაჩერებ? თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ფეხბურთი 11-11-ზე ვთამაშობთ.

პოლ პოგბა პასუხისმეგებელი იქნება კრეატიულობაზე, შეტევის წამოწყება მასზე აეწყობა და შესაბამისად, მისგან კარგ თამაშს ველოდები. როდესაც წილისყრისას გავიგეთ, რომ „ბარსელონას“ შევხვდებოდით, ყველას გაგვეღიმა, რადგან ვიცოდით რამდენად რთული იქნებოდბა ჩვენი შემდეგი დავალება.

ვფიქრობ, გადამწყვეტი საპასუხო მატჩი იქნება და ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ბარსელონაში მაქსიმალურად კარგი შედეგით ჩავიდეთ“, - განაცხადა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა 10 აპრილს, 23:00 საათზე „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109828