ფეხბურთი

19:09 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიეჩი: "ვიმედოვნებთ, რომ რონალდუ ითამაშებს"

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა პრესკონფერენციაზე ჰაკიმ ზიეჩი იახლა. მაროკოელი ფეხბურთელის განცხადებით, თანამემამულე და „იუვეს“ ყოფილ ფეხბურთელს, მეჰდი ბენატიას ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ ტურინელთა ძლევა „აიაქსს“ შეუძლია.

„ჩემპიონატის შემდეგ მატჩზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ „იუვენტუსზე“ ვართ კონცენტრირებული. მთავარია, როგორ ვითამაშებთ ხვალინდელ მატჩს.

რა თქმა უნდა, ვესაუბრე მეჰდი ბენატიას, რომელიც „იუვენტუსის“ ნაწილი იყო. მითხრა, რომ ჩვენ ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ და როგორც გუნდი ძალიან ძლიერი გვყავს. ასე, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მითხრა, რომ „იუვენტუსის“ დამარცხება შეგვიძლია.

რონალდუ? ვიმედოვნებთ, რომ ითამაშებს, რადგან გვინდა საუკეთესოებს დავუპირისპირდეთ“, - განაცხადა ზიეჩმა.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 10 აპრილს ამსტერდამში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122116