ფეხბურთი

14:07 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალის გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში გოლი გაიტანა ლაშა დვალმა. ქართველი ფეხბურთელის „ფერენცვაროში“ საკუთარ მოედანზე „პაკშს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ადვილად - 3:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მცველმა თავის გამოჩენა თამაშის დაწყებიდან 28-ე წამზე მოახერხა. ლაშამ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და უძლიერესად დაარტყა, მცველისგან ასხლეტილი ბურთი კი კარში ჩაეშვა.

აქვე გეტყვით, რომ დვალი უნგრულ კლუბში ზამთარში გადავიდა, მას შემდეგ 7 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია. „ფერენცვაროშს“ კი 61 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

0.116028