ფეხბურთი

15:27 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანის გამოწვევა და საშინელი "პანენკა" (+VIDEO)

ამერიკული MLS-ის ბოლო ტურში ლოს ანჯელეს „გალაქსიმ“ სტუმრად „ვანკუვერი“ 2:0 დაამარცხა. მატჩის გმირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა, რომელმაც მეორე ტაიმში ჯერ საგოლე პასი მიითვალა, შემდეგ გოლიც გაიტანა.

თუმცა, მანამდე „ვანკუვერს“ შეეძლო გატანა. მეორე წუთზე პენალტის დარტყმის შანსი მიიღო და ბურთთან ალი ადნანი მივიდა.

წინა ტურში ზლატანმა პენალტი გაიტანა „პანენკას“ სტილში. ლეგენდარულ შვედს ერაყელმა მცველმა მიბაძა, მაგრამ საშინლად დაარტყა , ბურთი მეკარის ნადავლი გახდა.

აღსანიშნავია, იბრაჰიმოვიჩის რეაქცია, რომელიც ალი ადნანის დარტყმამდე კადრში ჩანს და საინტერესოდ უცქერს ეპიზოდს. ამაზე ყურადღება „გალაქსის“ ინსტაგრამის გვერდზეც გამახვილდა, სადაც „ვანკუვერის“ ფეხბურთელს შეიძლება ითქვას, დასცინეს: „ზლატანის გამოწვევა“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116759