ფეხბურთი

10:51 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ვარანს ხელფასს გაუზრდის

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას, ფრანგი მცველის, რაფაელ ვარანის შენარჩუნება სურს - გვამცნობს AS.

გამოცემის ინფორმაციით, „სამეფო კლუბში“ 25 წლის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობენ, რომელიც წელიწადში 9 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

მიმდინარე სეზონში ვარანმა „რეალში“ 36 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. ახლანდელი მისი კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლამდეა გათვლილი და ჯამაგირი წელიწადში 6 მილიონი ევროა.

„რეალში“ ის 2011 წელს გადავიდა „ლანსიდან.“ ტრანსფერი მადრიდელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ვარანით პსჟ, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოფილან დაინტერესებული.

0.112826